“სიყვარულის ორმოცი წესი”


მეც ელა ვარ. ელა,რომელიც წიგნის შესახებ რეცენზიას წერს . ერთი განსხვავებით,ჩემს რეცენზიას აზიზი ვერასდროს წაიკითხავს.ეს უფრო ემოციის გაზიარებაა.იმ ემოციისა,რომელმაც შთამაგონა,რომელმაც დამაფიქრა და მიმახვედრა, რომ სამყაროს შეცვლა პირველ რიგში ჩემი თავის შეცვლით უნდა დავიწყო.
 “სიყვარულის ორმოცი წესი” თურქი მწერლის,ელიფ შაფაქის რომანია. ნაწარმოებში დარღვეულია ყოველგვარი სწორხაზოვნება. თავად ნაწარმოების აგებულებაც კი არღვევს სტერეოტიპებს. მოქმედება ხდება ამერიკასა და თურქეთსი. მე-13 და 21-ე საუკუნეებში.
 ნაწარმოების “ორსაუკუნეობა” კიდევ უფრო უსვამს ხაზს მწერლის წერის სტილსა და ორიგინალურობას,რადგან არცერთხელ გიჩნდება სურვილი მე-13 საუკუნიდან 21-ეში გადაინაცვლო ან პირიქით.თითქოს შენც იმ ეპოქის შვილი ხარ,როცა ორი დიადი პიროვნება ჯალალ-ედ-დინ რუმი და შემს თებრიზი მოღვაწეობდა.
 ელა ამერიკისა და 21-ე საუკუნის შვილია. მისი ცხოვრება ერთი წუთითაც არ გვახსენებს,მეტიც ასოციაციასაც კი არ გვიჩენს ამერიკულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე.ქალი,რომელმაც ორმოცი წელი ოჯახის წევრების მსახურებაში გალია.(ერთის მხვრივ გამახსენა მშობლიური ფონი) თითქოს ყველაფერი აქვს,იმისთვის რომ,იყოს ბედნიერი,მაგრამ რეალობა სულ სხვაა.იგი უბედურია,უბრალოდ ამის აღიარების უნარი არ შესწევს.ბედინერება კი ყველაზე ახლომ-ოჯახმა წაართვა.ხელში ჩაუვარდება ნაწარმოები ( არ გეუბნებით რატომ -რა გზით) და აქედან იწყება ნაწარმოების კვანძის გახსნა.სიმართლე გითხრათ,მეც მასთან ერთად განვიცადე მეტამორფოზა.დავფიქრდი,აი უსასრულოდ ბევრ რამეზე დავფიქრდი.მომეცა ძალა,ძიების ძალა. და მივხვდი რომ “მაძიებელი ყოველთვის ვერ პოულობს, მაგრამ მხოლოდ ის პოულობს ვინც ეძებს” .
 სამყაროში ჩემ დანიშნულებაზე ფიქრი დავიწყე.სახელის და დიდების მოპოვებისთვის კი არა,არამედ შემეშინდა იმ სენისა რასაც ქარჩხაძე სიკვდილის მოახლოებისას განცდილ სევდას ეძახის.როცა ადამიანი თავის დანიშნულებას და განვლივ ცხოვრებას უფიქრდება და შთამომავლობას გადააბარებს იმის გაკეთებას,რისი გაკეთებაც მას ევალებოდა. (“მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი, ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?”)
     დამაფიქრა სიყვარულზე,ჩემთვის ჯერ არ განცდილ გრძნობაზე.იმდენად გულწრფელია ნაწარმოები,რომ მეც კი შევიგრძენი ამ გრძნობის სისათუთე. ბევრს არ ვილაპარაკებ ამაზე,რადგან “როცა სიყვარულის საუფლოში შეაბიჯებ,ენა ზედმეტი ბარგი ხდება.” მე ჯერ არ გავმხდარვარ ამ საუფლოს მგზავრი,თუმცა მაინც ფრთხილად მინდა მოვეპყრო მას.მეტს არ დავწერ,მიუხედავად იმისა რომ,უამრავი მაქვს სათქმელი.წაიკითხეთ და დაფიქრდით როგორ იწყებს ბრუნვას სამყარო როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s